FA თასის 1/4 ფინალში ჩელსი ლესტერს დაუპირისპირდა.
ლონდონელებმა შეხვედრაში 4-2 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, თუმცა მატჩის ერთ-ერთი კომიკური მომენტი სწორედ ჩელსის მოთამაშემ აქსელ დისასიმ შემოგვთავაზა.
51-ე წუთზე ფრანგმა ავტო-გოლი გაიტანა, მცველი რობერტ სანჩესისთვის პასის მიცემას ცდილობდა, თუმცა პასზე მეტად კარში დარტყმა გამოუვიდა და ბურთი ლურჯების კარის ბადეში გაეხვია.
ჩელსის მხრიდან გოლები კუკურელიამ, პალმერმა, ჩუკვუემეკამ და მადუეკემ გაიტანეს.