NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ფილადელფია სევენთისიქსერსი 108-112 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ლუკა დონჩიჩმა და ლებრონ ჯეიმსმა ულიდერეს.
სლოვენიელმა სამმაგი დუბლი მიითვალა - 31 ქულა, 15 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა. ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე კი 29 ქულა იყო.
მატჩის მეოთხე მეოთხედში ლებრონმა ზედიზედ 11 ქულა ჩააგდო, რაც თამაშის მოგებისთვის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო.
ლოს ანჯელეს ლეიკერსს 23 მატჩში 17 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. მათზე წინ ოკლაჰომა სიტი თანდერი და დენვერ ნაგეტსი არიან.