სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ტურის მატჩში ურუგვაის ნაკრებმა კოლუმბია მიიღო. მატჩი დრამატული გამოდგა და გულშემატკივარმა ბევრი გოლიც იხილა.
31-ე წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თავი ხუან კინტერომ გამოიჩინა, რომელმაც გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. კოლუმბიამ პირველი ტაიმი 0-1 მოიგო.
მეორე ტაიმში, ურუგვაელებმა 3 წუთში მოატრიალეს თამაში. 57-ე წუთზე დევინსონ სანჩესმა ჩაჭრა ბურთი თავის კარში, მე-60 წუთზე კი როდრიგო აგირემ დააწინაურა მასპინძელი გუნდი.
დრამატულად განვითარდა მოვლენები მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში. 96-ე წუთზე ანდრეს გომესმა ანგარიში გაათანაბრა და თითქოს კოლუმბიას ქულა მოუტანა, თუმცა აქ თამაში არ დასრულებულა.
დამატებულ მე-11 წუთზე მასპინძელთა მხრიდან გამარჯვების გოლი მანუელ უგარტემ გაიტანა და ურუგვაის 3 ქულა მოუტანა, კოლუმბიელები კი სახლში უქულოდ გაუშვა.
11 მატჩის შემდეგ ურუგვაისა და კოლუმბიას თანაბარი რაოდენობის, 19-19 ქულა აქვთ და მეორე-მესამე ადგილზე იმყოფებიან. პირველ ადგილზე არგენტინაა 22 ქულით.
სამხრეთ ამერიკიდან მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო 6 გუნდი გადის.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები