VIDEO: დრამატული მატჩი მასპინძელთან - 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთთან პენალტებით დამარცხდა
07 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა, ბულგარეთში მიმდინარე უეფა-ს განვითარების თასზე, მეორე მატჩი მასპინძელი ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარა და პენალტების სერიაში დამარცხდა.
ანგარიში მე-10 წუთზე თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა, ხოლო შემდეგ კვარაცხელიას პასით ტაიმის მიწურულს თავი ნიკოლოზ სახვაძემ გამოიჩინა, რომელმაც ტურნირზე მე-3 გოლი გაიტანა.
ჩვენი გუნდი 2:0-ს იგებდა, თუმცა მეორე ნახევარში ბულგარელებმა ჯერ სტარტზე შეაგდეს, შემდეგ კი დამატებულ წუთებზე გაათანაბრეს და თამაში პენალტების სერიაში გადაიყვანეს. პენალტები მასპინძლებმა შეუცდომლად დაარტყეს და 5:3 გაიმარჯვეს.
ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, პენალტებით მოგებით, ბულგარეთმა 2 ქულა მოიპოვა, ხოლო ჩვენს გუნდს 1 ქულა შეემატა. ბოლო ტურის წინ, მასპინძლებს 5 ქულა აქვთ, ხოლო საქართველოს 16-წლამდე ნაკრებს - 4.
გიორგი ჩიტაურის გუნდი ტურნირის ბოლო მატჩს ოთხშაბათს, 8 აპრილს, 12:00 საათზე, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.