VIDEO: დუბლი და აღნიშვნა ვინის სტილში - ნეიმარმა სანტოსს მოაგებინა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიის სერია ა-ს მე-4 ტურში სანტოსი საკუთარ მოედანზე ვასკოს დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან დუბლი შეასრულა ნეიმარმა, რომელმაც 25-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 61-ე წუთზე კი მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და გამარჯვების გოლი გაიტანა.
ბრაზილიელმა ერთ-ერთი გოლი კუთხურის ალამთან ცეკვით ვინისიუს ჟუნიორის სტილში აღნიშნა და მას სოლიდარობა გამოუცხადა.
4 მატჩის შემდეგ სანტოსს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა, ნეიმარმა კი 2026 წელს პირველი გოლები გაიტანა.