VIDEO: დურანტმა ჯორდანს გადაასწრო - NBA-ის ყველა დროის ტოპ 10 მექულე
22 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ჰიუსტონ როკეტსი მაიამი ჰიტს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 123-122 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ქულებში კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა. მისთვის ეს ისტორიული მატჩი გამოდგა, რადგან KD-მ NBA-ის ყველა დროის მექულეთა სიაში მაიკლ ჯორდანს გადაასწრო და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.
1. ლებრონ ჯეიმსი - 43,241
2. კარიმ აბდულ-ჯაბარი - 38,387
3. კარლ მელოუნი - 36,928
4. კობი ბრაიანტი - 33,643
5. კევინ დურანტი - 32,293
6. მაიკლ ჯორდანი - 32,292
7. დირკ ნოვიცკი - 31,560
8. უილტ ჩემბერლენი - 31,419
9. ჯეიმს ჰარდენი - 29,160
10. შაკილ ო'ნილი - 28,596
„ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამას ვაკეთებ აქ, ამ გულშემატკივრებისათვის, რომლებიც იმდენ სიყვარულს და მხარდაჭერას მაჩვენებენ ყოველ თამაშში.
მადლიერი ვარ, რომ აქ ვარ და როგორი გზაც გამოვიარე" - განაცხადა დურანტმა ჯორდანის შედეგის გაუმჯობესების შემდეგ.
70 მატჩში მოპოვებული 43 გამარჯვებით ჰიუსტონ როკეტსი დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა.