VIDEO: დვალიშვილი და მაჭარაშვილი - RAF 09-ის პირისპირ დგომები შედგა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
31 მაისს Real American Freestyle (RAF) თავისი მე-9 ღონისძიებით ბრუნდება, რომელშიც MMA-სა და UFC-ის მრავალი მოქმედი და ყოფილი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას.
მთავარ შეხვედრაში ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელისა და UFC-ის ახალი წევრის გეიბლ სტივსონის დებიუტი შედგება ალექსანდრ რომანოვის წინააღმდეგ. თანამთავარ შეხვედრაში კი კოლბი კოვინგტონი, რომელმაც ცოტა ხნის წინ UFC-ში კარიერა დაასრულა, UFC-ის დიდების დარბაზის მომავალ წევრ კრის ვაიდმენს დაუპირისპირდება.
ქარდზე ასევე შედის შეხვედრა UFC-ის ყოფილ ჩემპიონებს - მერაბ დვალიშვილსა და ფრენკი ედგარს შორის, ხოლო UFC-ის მსუბუქი წონის ერთ-ერთი წამყვანი მებრძოლი არმან ცარუკიანი, რომელიც RAF-ის მუდმივი მონაწილეა, „მაგზის“ შეხვდება.
ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილთან ერთად კიდევ ერთი ქართველი იასპარეზებს. ქვემძიმე წონის საჩემპიონო დაპირისპირებაში გივი მაჭარაშვილის მეტოქე კაილ სნაიდერი იქნება.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მოჭიდავეებმა წინასამატჩო პირისპირ დგომები გამართეს.