მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
22 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეულარული სეზონის მატჩში ფინიქს სანსი მინესოტა ტიმბერვულვზს დაუპირისპირდა და 98-116 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდს 44 ქულით ენტონი ედვარდსმა ულიდერა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მე-6 მატჩი ჩაატარა, სადაც 40 ქულაზე მეტი დააგროვა.
ამ მაჩვენებლით ედვარდსს ამ სეზონში მხოლოდ ნიკოლა იოკიჩი და შაი გილჯეს-ალექსანდერი უსწრებენ.
ენტონი ედვარდსმა ამ მატჩში კიდევ ერთი მიღწევა დააფიქსირა. მინესოტას ისტორიაში არავის აქვს ედვარდსზე მეტი ჩაგდებული სამქულიანი (241) ერთ სეზონში.
მინესოტა 62 მატჩში 33 გამარჯვებით დასავლეთ კონფერნეციაში მე-8 ადგილზეა, ფინიქსი კი 61 შეხვედრაში 28 მოგებით მე-11 პოზიციას იკავებს და პლეიოფის ზონის მიღმაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები