სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ამერიკული MLS-ის მორიგ სათამაშო დღეს ატლანტა იუნაიტედი ფილადელფია უნიონს ეწვია. სასტარტო შემადგენლობაში იყო საბა ლობჟანიძე.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი ანგარიში 61-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გოლის ავტორი ნათან არიელი გახდა.
72-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში საბა ლობჟანიძემ გაათანაბრა და საბოლოოდ თავის გუნდს ქულაც მოუტანა.
"ეს საბას დროა" - ასე ეხმაურება ატლანტას ოფიციალური გვერდი ქართველი შემტევის გოლს.
31 მატჩის შემდეგ ატლანტას 34 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა. გუნდი საპლეიოფო ზონას 3 ქულით ჩამორჩება.
საბა ლობჟანიძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები