VIDEO: გამარჯვება ბოლო წუთზე - ლივერპულმა გასვლაზე ნოტინგემი დაამარცხა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 27-ე ტურში ნოტინგემმა სიტი გრაუნდზე ლივერპულს უმასპინძლა.
მატჩი უგოლოდ დასრულებასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წუთებზე ლივერპულმა ერთი გოლის გატანა მაინც შეძლო. 90-ე წუთზე ალექსის მაკ ალისტერმა გამოიჩინა თავი, თუმცა არგენტინელის გოლი ხელით თამაშის გამო არ ჩაითვალა.
კომპენსირებული დროის მე-7 წუთზე კი ლივერპულის ნახევარმცველმა კვლავ გაიტანა გოლი, VAR მომენტს ამჯერადაც ამოწმებდა, თუმცა ამ შემთხვევაში ბურთი ჩაითვალა და არნე სლოტის გუნდმა 3 ქულა მოიპოვა.
მერსისაიდელებს სატურნირო ცხრილში 45 ქულა დაუგროვდათ და ქულებით მანჩესტერ იუნაიტედს გაუთანაბრდნენ, რომელიც ამ ტურში ევერტონს ესტუმრება.