ნოტინგემ ფორესტმა მთავარ მწვრთნელად ვიტორ პერეირას დანიშვნა ოფიციალურად გამოაცხადა.
57 წლის პორტუგალიელ სპეციალისტთან კონტრაქტი წელიწადნახევრით — 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
პერეირასთვის ეს მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის მეორე კლუბია. ის მანამდე ვულვერჰემპტონს ხელმძღვანელობდა, თუმცა მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 10 ტურში მხოლოდ 2 ქულა დააგროვა, რის გამოც მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
საინტერესოა, რომ პერეირა ნოტინგემ ფორესტისთვის ამ სეზონში უკვე მე-4 მწვრთნელია. აქამდე, კლუბმა პოსტიდან ნუნუ ეშპირიტუ სანტუ, ენჟ პოსტეკოგლუ და შონ დაიჩი დაითხოვა.
ამ მომენტისთვის ნოტინგემ ფორესტი პრემიერ ლიგის ცხრილში მე-17 ადგილზეა. გუნდს 26 მატჩში 27 ქულა აქვს დაგროვილი.