პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ცხრილის ლიდერმა არსენალმა სტუმრად ბრენტფოდს ვერ მოუგო.
შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმის უგოლოდ ჩამთავრების შემდეგ, „მეთოფეები" 61-ე წუთზე ნონი მადუეკეს გოლით დაწინაურდნენ, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხეს.
გოლის გაშვებიდან ზუსტად 10 წუთში მასპინძლებმა წონასწორობა ლიუის-პოტერის გოლით აღადგინეს და არტეტას გუნდს მნიშვნელოვანი 2 ქულა ამოაცალეს ჯიბიდან.
სიტის ფულემთან გამარჯვებისა და არსენალის ფეხის დაცდენის შემდეგ, პირველ და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა 6-დან 4 ქულამდე შემცირდა, ლიდერობას კვლავ არსენალი აგრძელებს 57 ქულით, სიტის კი 53 ქულა აქვს.
0-1 მადუეკე 61'
1-1 ლიუის-პოტერი 71'