ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალში დორტმუნდი მონტერეის დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა.
მე-14 და 24-ე წუთებზე გატანილი გოლებით სერუ გირასიიმ დუბლი შეასრულა და ბორუსიას მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა.
48-ე წუთზე ხერმან ბერტერამემ სხვაობა შეამცირა და მონტერეი თამაშში დააბრუნა.
მატჩის ბოლოს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა სერხიო რამოსს, თუმცა ესპანელის თავური მცირედით აცდა კარს.
დორტმუნდმა მექსიკური გუნდი დაამარცხა 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მეტოქე მადრიდის რეალი იქნება. მატჩი 5 ივლისს გაიმართება.