VIDEO: გოლების წვიმა და ჰალანდის გამარჯვების გოლი ყოფილ გუნდთან
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ლაიფციგმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტი მიიღო.
შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა, თუმცა პირველ ტაიმში მხოლოდ 1 გოლი გავიდა. 37-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში ლუკებას ავტოგოლით გახსნეს.
მეორე ტაიმის სტარტზე, 49-ე წუთზე ბაკუმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 58-ე წუთზე ენცო ფერნანდესის გოლით სიტი კვლავ წინ გავიდა.
მასპინძლებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. 61-ე წუთზე კრისტოფერ ნკუნკუს პასის შემდეგ თავი ანტონიო ნუსამ გამოიჩინა.
მატჩის გადამწყვეტი გოლი 78-ე წუთზე გავიდა. ელიოტ ანდერსონის საგოლე პასით ერლინგ ჰალანდმა ყოფილ გუნდს გაუტანა და სიტის 3 ქულა მოუპოვა.
ნორვეგიელმთა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა და მხოლოდ კომოს თავდამსხმელ დუვიკასს (6 გოლი) ჩამორჩება.
4 ტურის შედმეგ მანჩესტერ სიტის 9 ქულა აქვს და ლიგის ფაზის ცხრილში ტოპ 8-ში, კერძოდ მე-7 ადგილზე იმყოფება, ლაიფციგი კი 3 ქულით 30-ე პოზიციაზეა და ტოპ 24-ს 1 ქულით ჩამორჩება.