VIDEO: "გოლებზე გუშინ ღამით ვოცნებობდი" - დემირალი საქართველოსთან დუბლზე
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
თურქეთის ნაკრების მცველმა, მერიჰ დემირალმა, რომელმაც საქართველოსთან 2 გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ჩემს მშობლიურ ქალაქში ეს ყველაფერი ნამდვილი ღვთის საჩუქარი იყო. ამაზე ბავშვობაში ვოცნებობდი, როცა აქაურ ქუჩებში ფეხბურთს ვთამაშობდი. ღმერთმა ამის გაკეთების საშუალება მომცა. ძალიან ვამაყობ და ბედნიერი ვარ.
გოლების გატანაზე გუშინ ღამითაც ვოცნებობდი. მადლობა ჰაქანსა და არდას - ძალიან კარგი პასები მომცეს. თითოეული ჩვენგანის სურვილი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა, იმედია, ამას შევძლებთ და თურქ ხალხს გავახარებთ", - აღნიშნა დემირალმა.
საუდის არაბული ალ-აჰლის 28 წლის უკანახაზელმა თურქეთის ნაკრების რიგებში 6 გოლი მოაგროვა. სხვათა შორის, ევრო 2024-ის 1/8 ფინალში, ავსტრიასთან ასევე დუბლი შეასრულა.
თურქეთის ნაკრებს, შესარჩევის 4 ტურის შემდეგ, 9 ქულა აქვს და პლეი-ოფში თამაში პრაქტიკულად გაინაღდა. ლიდერი ესპანეთი 3-ქულიან დისტანციაშია.