VIDEO: იეგოიანის ლამაზი გოლი - ქართველი ნიდერლანდებში შეუჩერებელია
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნიდერლანდების ერედივიზიის მე-5 ტურის მატჩში ვილემ II-მა საკუთარ მოედანზე ექსელსიორს უმასპინძლა.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ირაკლი იეგოიანი, რომელმაც სრულად ითამაშა და მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
მე-8 წუთზე შეხვედრაში ანგარიში სწორედ ქართველის საგოლე გადაცემის შემდეგ გავიდა, თავი კი დევიდ გარდენმა გამოიჩინა. 34-ე წუთზე გოლი რიკ მეისენმაც გამოიჩინა და ექსელსიორმა პირველი ტაიმი 0-2 მოიგო.
მატჩის ბოლოს თავისი გოლი იეგოიანმაც გაიტანა, რომელმაც მეკარე ვან გასელის გრძელი პასის შემდეგ ლამაზი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში (0-3) დააფიქსირა.
ექსელსიორს 4 მატჩში 3 გამარჯვება აქვს და ამ მომენტისთვის 9 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, ლიდერ პსვ-სთან, რომელსაც ერთი მატჩით მეტი აქვს, ჩამორჩენა კი 4 ქულაა.
რაც შეეხება ირაკლი იეგოიანს, ახალ სეზონში ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე უკვე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.