2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ტურში, კაბო ვერდე ესვატინის დაუპირისპირდა.
მასპინძლებმა მეტოქე 3-0 დაამარცხეს, ეს კი კაბო ვერდელებისთვის ისტორიული გამარჯვება აღმოჩნდა.
აფრიკული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა და გახდა ისლანდიის შემდეგ ყველაზე მცირე მოსახლეობის ქვეყანა, რომელიც მუნდიალზე ითამაშებს.
კაბო ვერდეს მოსახლეობა სულ რაღაც 590 ათასი ადამიანია. 400-ათასიანმა ისლანდიამ კი მსოფლიოზე გასვლა 2018 წელს მოახერხა.
გთავაზობთ კაბო ვერდესა და ესვატინის მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძელთა ისტორიული გამარჯვების ემოციებს.