VIDEO: ისტორიული დღე თბილისში - იბერიამ კონფერენს ლიგაზე ხეტაფეს მოუგო!
11 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტურში საქართველოს ჩემპიონმა იბერიამ საკუთარ მოედანზე ესპანური ხეტაფე დაამარცხა.
მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გიორგი ქობულაძემ გაიტანა და იბერიასა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.
ქართული კლუბისთვის ეს უეფას საკლუბო ევროტურნირზე პირველი გამარჯვებაა ისტორიაში!
იბერიამ 4 ქულა დააგროვა და 24 საუკეთესო გუნდში მოხვედრის შანსი საგრძნობლად გაიუმჯობესა. შემდეგ შეხვედრას საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 10 დეკემბერს, თბილისში ცრვენა ზვეზდასთან გამართავს.