იბერია 1999-ის მეკარემ, გიორგი მაკარიძემ, ხეტაფესთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვება შეაფასა.
„გასახდელში ძალიან დიდი ზეიმი იყო. მეგონა, რომ ჩემპიონები გავხდით, ან რაღაც დიდს მივაღწიეთ. ყველა ბედნიერი იყო, პრეზიდენტის დაწყებული და ყველა ფეხბურთელით დამთავრებული. ძალიან მაგარი ემოცია იყო.
რამდენად გამოდგება ეს გამარჯვება შემდეგი მატჩებისთვის? ძალიან დიდი მოტივაცია იქნება ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის. მგონი დიდი ხანია არ მომხდარა მსგავსი რამ, რომ საქართველოში ტოპ 5-ის გუნდი ჩამოსულიყო და ქართულ კლუბს მოეგო მათთვის. ბოლოს 1999-ში იყო ბილბაოს რომ მოუგო დინამომ.
არასდროს არ მომხდარა მსგავსი რამ და დიდი მუხტი იქნება ზოგადად ქართული კლუბებისთვის. ჩემი აზრით სხვა კლუბებზეც გადავა.
რთული იყო თუ არა ამ გამარჯვების დაჯერება? პირიქით, პირიქით. იმდენად მაგრად გვჯეროდა რომ დღეს ამ თამაშს მოვიგებდით, რომ ახდა კიდეც. არ ვიცი რატომ გაჩნდა ეს რწმენა გუნდში.
იმდენად თავდაჯერებული იყო გუნდი თამაშის წინ, სხვანაირად არც ვფიქრობდით. ჩემი აზრით, სპორტში ზოგადად რწმენაა მთავარი და მერე სხვა საკითხებიც - მწვრთნელისგან ყველაფერი სწორად დაიგეგმა და ფეხბურთელებმაც თითქმის იდეალურად შევასრულეთ მოედანზე.
მეტოქის ბევრი მომენტი არ ჰქონია - ერთი ორი ჰქონდა, რის გარეშეც ლა ლიგის გუნდს ვერ მოუგებ." - აღნიშნა მაკარიძემ მატჩის შემდეგ მიქს-ზონაში.