VIDEO: ისტორიული ტიტული - ბოლონიამ იტალიის თასის ფინალში მილანს მოუგო
14 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
რომში, სტადიო ოლიმპიკოზე იტალიის თასის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მილანი და ბოლონია დაუპირისპირდნენ.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 53-ე წუთზე როსონერის კარი დენ ნდოიემ აიღო და ანგარიში გახსნა.
თამაშის ბოლომდე მილანელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და ბოლონიამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
გუნდმა ბოლო 51 წელიწადში პირველი დიდი ტიტულის მოპოვება შეძლო. ბოლოს მათ სწორედ იტალიის თასის მოგება მოახერხეს. ბოლონიამ კოპა იტალია ისტორიაში მესამედ მოიგო (1970, 1974, 2025).
ეს უდიდესი მიღწევაა გუნდის მთავარი მწვრთნელის ვინჩენცო იტალიანოს კარიერაშიც, რომლისთვისაც აღნიშნული თასი ასევე პირველი დიდი ტიტულია.