VIDEO: კამპ ნოუზე დაბრუნება - ბარსელონამ ატლეტიკი გაანადგურა
21 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში ბარსელონა ატლეტიკს დაუპირისპირდა.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ კატალონიელებმა კამპ ნოუზე პირველი მატჩი გამართეს და ბილბაოელებთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
მე-4 წუთზე ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, რომელმაც ახალ კამპ ნოუზე პირველი გოლი გაიტანა.
ტაიმის ბოლოს ლამინ იამალის ბრწყინვალე პასის შემდეგ ფერან ტორესმა სხვაობა ორამდე გაზარდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ფერმინ ლოპესმაც გაიტანა თავისი გოლი და ანგარიში 3-0 გახადა.
54-ე წუთზე სტუმრები კიდევ უფრო ცუდ სიტუაციაში ჩავარდნენ, ოიან სანსეტმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და ატლეტიკი 10 კაცით დარჩა. 90-ე წუთზე ლამინ იამალის მორიგი დიდებული მოქმედების შემდეგ ფერან ტორესმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.
ამ მოგებით ბარსელონას 31 ქულა დაუგროვდა და ლაივ ცხრილში რეალს გაუთანაბრდა, რომელსაც თავისი მატჩი სტუმრად ელჩესთან აქვს ჩასატარებელი.