VIDEO: კერიკის პირველი მარცხი — მანჩესტერმა 10-კაციან ნიუკასლთან წააგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 29-ე ტურში ნიუკასლმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა.
სენტ ჯეიმს პარკზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მატჩის მთავარი მოვლენები პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მოხდა — ჯერ ჯეიკობ რემზიმ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი 10 კაცით დატოვა, თუმცა რამდენიმე წუთში ენტონი გორდონმა პენალტი მოიპოვა და თავისი გუნდი დააწინაურა. მიუხედავად ამისა, მანჩესტერმა ტაიმი მაინც არ წააგო — 45+9 წუთზე ბრუნოს ჩაწოდების შემდეგ კაზემირომ სტატუს-ქვო აღადგინა.
მეორე ნახევარში მანჩესტერმა რიცხობრივი უპირატესობით დიდად ვერ ისარგებლა და მეტიც, ხშირად ნიუკასლი უფრო ახლოს იყო გუნდთან, მიუხედავად იმისა, რომ 10 კაცით თამაშობდა.
საბოლოოდ ეს უპირატესობა 90-ე წუთზე გოლად იქცა, როცა უილიამ ოსულამ ბრწყინვალე გოლით აიღო სენე ლამენსის კარი და კერიკს მანჩესტერ იუნაიტედის სათავეში პირველი მატჩი წააგებინა.
ამ მარცხის მიუხედავად იუნაიტედი 51 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა (ამდენივე აქვს ასტონ ვილასაც, რომელმაც დღეს ჩელსისთან წააგო), ნიუკასლმა კი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გუნება გამოიკეთა, 39 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.