VIDEO: კიტეიშვილის დუბლი და ტურის სიმბოლური - ქართველი ბომბარდირებში ლიდერობს
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის მატჩში გრაცის შტურმი ვენის ავსტრიას ესტუმრა და 2-5 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან დუბლი შეასრულა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც ჯერ პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გახადა ანგარიში 1-2, შემდეგ კი 55-ე წუთზე დაარტყა პენალტი ზუსტად და ტაბლოზე 1-3 დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით ბუნდესლიგის ლიდერ შტურმს საჩემპიონო ჯგუფში 23 ქულა დაუგროვდა და მდევარ ლასკს 3 ქულით უსწრებს.
ქართველ ნახევარმცველს კი ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 12 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავას 2-გოლიანი უპირატესობით ლიდერობს.
Sky Sport Austria-მ გასული ტურის გუნდი გამოაქვეყნა, სადაც, რა თქმა უნდა, ოთარ კიტეიშვილიც მოხვდა.