VIDEO: კრიშტიანუ რონალდუს დუბლი - 964 გოლი კარიერაში
15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საუდის პრო ლიგის 23-ე ტურის მატჩში ალ ნასრი ალ ჰაზემს დაუპირისპირდა და 4-0 გაანადგურა.
მასპინძელთა მხრიდან დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ. ორივე შემთხვევაში მას საგოლე პასი კინგსლი კომანმა გაუკეთა, რომელმაც თავი გოლითაც გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულმა პორტუგალიელმა 30 წლის გახდომის შემდეგ 500 გოლი გაიტანა, ჯამში კი კარიერაში 964 გოლი დაუგროვდა. საუდის პრო ლიგის მიმდინარე სეზონში რონალდუს ანგარიშზე 20 გოლია და ბომბარდირთა დავის ლიდერ აივან ტოუნის 3 გოლით ჩამორჩება.
რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, ალ ნასრი 55 ქულით პირველ ადგილზეა და ალ ჰილალს 1 ქულით უსწრებს, რომელმაც ქულები ალ იტიჰადთან დაკარგა.