VIDEO: ლამაზი გოლები ჩემპიონთან - რუსთავი გალიდერდა
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ჩემპიონატის მე-18 ტურში მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 მიხეილ მესხის სტადიონზე რუსთავს დაუპირისპირდა.
42-ე წუთზე მასპინძლები ამირან ძაგანიამ დააწინაურა და თბილისურ გუნდს ტაიმი მოაგებინა.
მეორე ტაიმში რუსთავმა თამაშში დაბრუნება მოახერხა და მე-60 წუთზე პრინს ოსეიმ ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა.
სტუმრებმა გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანეს. ვაჟა ფაცაციამ თავისი ნახევრიდან თორნიკე მეგრელიშვილის კარი საოცარი გოლით აიღო და რუსთავს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
ამ გამარჯვებით ეროვნულ ლიგაში წელს დაწინაურებული გუნდი 32 ქულთ სატურნირო ცხრილში გალიდერდა და იბერიას 1 ქულით გაასწრო.