მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
29 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
15 თებერვალს თბილისში მკლავჭიდის გამორჩეული ღონისძიება East vs West Armwrestling 16 გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოში გამორჩეული მკლავჭიდელები მიიღებენ, ლეგენდარული დევონ ლარატი ქართველ გენადი კვიკვინიას დაუპირისპირდება, მაიკლ ტოდი კი ერმეს გასპარინის შეეჭიდება.
ლარატი უკვე საქართველოშია. აღსანიშნავია, რომ თბილისის აეროპორტში მას მისი მოწინააღმდეგე, კვიკვინია დახვდა. ვიდეოს East vs West Armwrestling-ის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
ლეგენდარული კანადელი ქართველებს 3-ჯერ დაუპირისპირდა. 2022 და 2024 წლებში ლარატმა ლევან საგინაშვილთან წააგო (0-6, 0-4), გენადი კვიკვინიამ კი მას 2023 წელს სძლია (3-2).
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები