VIDEO: ლუკაკუს გეიმ-ვინერი - ნაპოლიმ ვერონა ბოლო წუთზე დაამარცხა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურში ვერონამ საკუთარ მოედანზე ნაპოლის უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-2 წუთზე სტუმრები რასმუს ჰოილუნდმა დააწინაურა და ნაპოლიმ ტაიმი ამ გოლით მოიგო.
65-ე წუთზე აკპა აკპრომ ანგარიში გაათანაბრა, მატჩი ფრედ დასრულებასთან ახლოს იყო, თუმცა კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე შეცვლაზე შემოსულმა რომელუ ლუკაკუმ გამარჯვების გოლი გაიტანა და ნაპოლის 3 ქულა მოუპოვა.
ანტონიო კონტეს გუნდმა ამ მოგებით 53 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე იმყოფება, მეორეადგილოსან მილანთან კი, რომელსაც თავისი მატჩი კრემონეზესთან სტუმრად აქვს ჩასატარებელი, სხვაობა 1 ქულაა.