ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალში ატლეტიკო მადრიდმა სტუმრად ბეტისი 5:0 გაანადგურა.
ერთ-ერთი გოლი (მესამე) გუნდის ახალწვეულმა, ადემოლა ლუკმანმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს როხიბლანკოს მაისურით სადებიუტო მატჩი იყო.
ნიგერიელის გარდა თავის გამოჩენა დევიდ ჰანცკომ, ჯულიანო სიმეონემ, ანტუან გრიზმანმა და ტიაგო ალმადამ მოახერხეს.
ამ გამარჯვებით ატლეტიკო კოპა დელ რეის ნახევარფინალში გავიდა, მისი მომდევნო მეტოქე კი წილისყრის შედეგად გაირკვევა.