გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ, ლიგა ენდესას 1/4 ფინალში, რეალ მადრიდთან მეორე მატჩი წააგო და მოედნის უპირატესობა დაკარგა.
იმის მიუხედავად, რომ მადრიდელებმა პირველი მეოთხედი დათმეს, დანარჩენ დროში მეტოქეს გაკვეთილი ჩაუტარეს და 35-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს - 83:118.
შერმოს ზედიზედ მესამე შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა - თავი შეუძლოდ იგრძნო და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
შედეგად, სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, მომდევნო თამაში, 6 ივნისის 20:00 საათზე, მადრიდში ჩატარდება.