2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მე-3 ტურში, უნგრეთის ნაკრებს სტუმრად ხვდება.
გუნდებს შორის ისტორიაში ორი ურთიერთშეხვედრაა გამართული და ორივე 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში.
2001 წლის 6 ივნისს, უნგრელებმა შინ 4:1 მოიგეს - ჩვენგან გოლი ლევან კობიაშვილმა შეაგდო (შოთა არველაძის ასისტით).
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ვალერი აბრამიძე, ზურა ხიზანიშვილი, კახა კალაძე (სევასტი თოდუა; 67), გიორგი ნემსაძე (რევაზ ქემოკლიძე; 67), ალექსანდრე რეხვიაშვილი, ლევან კობიაშვილი, აჩი არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი (გიორგი ქინქლაძე; 57), თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე. მთ. მწვრთნელი: დავით ყიფიანი.
დაახლოებით 3 თვეში, 2001 წლის 1-ელ სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჯვაროსნებმა უნგრელებს 3:1 მოუგეს - შოთა არველაძის, გოჩა ჯამარაულისა და ალექსანდრე იაშვილის გოლებით.
საქართველო: დავით გვარამაძე, ლევან ცქიტიშვილი (ედიკ საჯაია; 73), ზურა ხიზანიშვილი, კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ნემსაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი (ალექსანდრე იაშვილი; 46), შოთა არველაძე (გიორგი დემეტრაძე; 62). მთ. მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.
შესარჩევ ჯგუფში იტალია პირველ ადგილზე გავიდა, რუმინეთი - მეორეზე (16 ქულა), ხოლო საქართველოს ნაკრებმა 10 ქულა მოაგროვა და მე-3 ადგილი დაიკავა და უნგრეთსა და ლიეტუვას გაუსწრო.
რა აკავშირებს კვარაცხელიას მატჩის მასპინძელ სტადიონთან?