2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მე-3 ტურში უნგრეთს სტუმრად ხვდება.
შეხვედრა ლეგენდარული უნგრელი ფეხბურთელის, ფერენც პუშკაშის სახელობის სტადიონზე, ბუდაპეშტში გაიმართება. განახლებული პუშკაშ არენა 2019 წელს გაიხსნა და 67 215 ადამიანს იტევს.
ამ სტადიონზე დასწრების რეკორდი 3 თვის წინ დამყარდა, ოღონდ, სპორტულ ღონისძიებაზე არა - ჯგუფ მეტალიკას კონცერტს 75 000-მდე მაყურებელი დაესწრო.
პუშკაშ არენასთან პოზიტიური მოგონებები აკავშირებს ხვიჩა კვარაცხელიას - 2026 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სწორედ იქ ჩატარდა, როცა კვარადონამ არსენალთან პენალტი მოიპოვა, მისმა პსჟ-მ კი ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.
ამავე სტადიონმა ევრო 2020-ის ოთხ თამაშს უმასპინძლა, 2023 წლის ევროპა ლიგის ფინალიც ჩატარდა, ხოლო 2029 წელს უკვე კონფერენს ლიგის ფინალი გაიმართება.
უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა 2 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზეა.