საქართველოს ნაკრები, ერთა ლიგის მე-3 ტურის ეგიდით, ბუდაპეშტში, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
30 სექტემბერს, რამაზ სვანაძის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა, რის შემდეგაც უნგრეთის დედაქალაქში გაემგზავრა და გვიან საღამოს ადგილზე ჩავიდა.
თბილისის დროით 17:00 საათიდან ჩვენების პრესკონფერენცია ჩატარდება, ხოლო 17:30-დან სვანაძე ჯვაროსნებს მატჩის მასპინძელ პუშკაშ არენაზე ავარჯიშებს.
ერთა ლიგის ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულა აქვს და გოლი ჯერაც არ გაუტანია - ჯგუფს 4-4-ქულიანი ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა ლიდერობენ, უნგრეთს ასევე 1 ქულა აქვს.
უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა 2 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზეა.
ფოტო: NAKREBI.GE