ცნობილმა რუმინელმა სპეციალისტმა, ლასლო ბოლონიმ, რომელიც მეცში მუშაობის პერიოდიდან გიორგი მიქაუტაძეს ძალიან კარგად იცნობს, უნგრულ მედიასთან მომავალი მატჩის წინ ქართველი თავდამსხმელის შესახებ ისაუბრა.
ბოლონი აღნიშნავს:
თავიდან მეცმა ის იჯარით, ერთ პატარა ბელგიურ კლუბში გაუშვა. მუდმივად ვიწვევდით ახალ-ახალ თავდამსხმელებს, მაგრამ არცერთი მათგანი გამოირჩეოდა ბომბარდირული უნარით. შემდეგ მან თავი ხელში აიყვანა და ისე ათამაშდა, როგორც მისგან მოვითხოვდი. ის ბრწყინვალე ბიჭია.
მასთან ხუმრობაც შეიძლება და გულითადი საუბარიც. მე მას ბუტრაგენიოს (ესპანეთის ნაკრებისა და რეალის ყოფილი თავდამსხმელი) შევადარებდი. ის ჭკვიანი ფორვარდია, მომენტის განსაკუთრებული გრძნობით. მაღალი არ არის, მაგრამ როდესაც მისი მწვრთნელი ვიყავი, მნიშვნელოვანი გოლების გატანას თავითაც ახერხებდა.
რუმინელმა სპეციალისტმა უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე გუნდს ქულები ძალიან სჭირდება, განსაკუთრებით კი მასპინძლებს, რომლებსაც სერიოზული მეტოქისთვის დიდი ხანია არ მოუგიათ.