უნგრეთის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩზე გამოცემა Index-თან ქვეყნის საფეხბურთო ექსპერტმა, იშტვან მიჰალეჩმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარკო როსის გუნდისთვის ჯვაროსნებთან დაპირისპირება აუცილებლად მოსაგებ შეხვედრას წარმოადგენს.
მისი თქმით, მიუხედავად ბელფასტში ნაჩვენები არაერთგვაროვანი თამაშისა, საქართველოსთან დაპირისპირება უნგრელთათვის ვითარების გამოსწორებისა და სწორი მიმართულებით სვლელობის შანსია.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ გუნდმა წარმატებას უნდა მიაღწიოს, რათა ყველა დამშვიდდეს და მომდევნო რთული შეხვედრებისთვის მენტალურად უკეთ განეწყოს.
პარასკევს, საქართველოსთან მოგება აუცილებელი და სავალდებულოა, თუმცა ეს იოლი ნამდვილად არ იქნება. საქართველოსთან ნაჩვენები თამაში და შედეგი მომდევნო მატჩებზე იქონიებს გავლენას. შესაბამისად, უნდა გავიმარჯვოთ, რათა ყველა დამშვიდდეს.
კიდევ ორი რთული მატჩი გველოდება, მაგრამ თუ ბელფასტში ჩატარებული მეორე ტაიმი ჩვენთვის ათვლის წერტილი გახდება, მაშინ ამ თამაშებს სრულიად განსხვავებული განწყობითა და მენტალიტეტით შევხვდებით.
შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უნგრეთსა და საქართველოს შორის 2 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.