UEFA-მ კოპენჰაგენში გასამართი დანია-პორტუგალიის მატჩისთვის გუნდების განაცხადები გამოაქვეყნა.
როგორც მოსალოდნელი იყო, პორტუგალიის შემადგენლობაში ფრანსიშკუ კონსეისაუ და კრიშტიანუ რონალდუ არ არიან, ხოლო 7-ნომრიანი მაისური რაფაელ ლეაუმ მიიღო.
UEFA-მ, ტრადიციულად, ერთა ლიგის A4 ჯგუფის მე-3 ტურის შეხვედრისთვის მატჩის განაცხადში რეგისტრირებული 23 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.
პორტუგალიის ნაკრების ორი დანაკლისის შესახებ ინფორმაცია აქამდეც ცნობილი იყო. ფრანსიშკუ კონსეისაუ ტრავმისგან გამოჯანმრთელებას აგრძელებს, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ ეროვნული ნაკრების შეკრება დატოვა.
ამის შედეგად, ფაბიო სილვა განაცხადში პირველად მოხვდა, ხოლო ბრუნო ფერნანდეში გუნდს დაუბრუნდა, მან ტრავმის გამო ნორვეგიასთან მატჩი გამოტოვა.
თუმცა, სიაში ყველაზე დიდ ყურადღებას ფეხბურთელების მაისურის ნომრები იქცევს. რაფაელ ლეაუ, რომელიც ჩვეულებრივ 17 ნომრით თამაშობს, კრიშტიანუ რონალდუს 7-ნომრიან მაისურს მოირგებს, ხოლო ლეაუს ძველი, 17 ნომერი ფაბიო სილვას ერგო.
შეგახსენებთ, რომ გალათასარაის შემტევი ჟორჟე ჟეზუშმა უელსთან მატჩში არ გამოიყენა, ნორვეგიასთან შეხვედრაში კი მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვა.
რონალდუს სკანდალი სრულად - რა მოხდა რეალურად?