უკრაინის ნაკრების მცველმა, ედუარდ სარაპიიმ, საქართველოსთან უეფას ერთა ლიგის მატჩიდან საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიასთან სახალისო დიალოგი გაასაჯაროვა.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისურ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გუნდს უპირატესობა ჰქონდა, მატჩი უგოლოდ (0:0) დასრულდა.
უკრაინელთა ცენტრალური მცველი განსაკუთრებით აკვირდებოდა პსჟ-ის ვარსკვლავის თამაშს, ერთ-ერთ მომენტში კი გიორგი მამარდაშვილის კარში შორი მანძილიდან დაარტყა, რასაც ხვიჩას მხრიდან იუმორით სავსე გამოხმაურება მოჰყვა:
მითხრა: „Too much, bro. Mamardashvili - good keeper“ (ეს მეტისმეტია მეგობარო, მამარდაშვილი კარგი მეკარეა). იგულისხმა, რომ ასეთი მანძილიდან მამარდაშვილი გოლს არ გაუშვებდა. მაგრამ ყველაფერი ხდება. ფეხბურთში უფრო დიდი დისტანციიდანაც გადის გოლები.
კარგია, რომ ხვიჩამ ვერ გაგვიტანა. მის წინააღმდეგ თამაშისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციო. ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. გოლი რომ ვერ გაიტანა, კარგია, მაგრამ როგორც მოთამაშეა, ტოპია!