VIDEO: მამუს კარიერის მე-3 საუკეთესო მატჩი - ტორონტომ ვაშინგტონი გაანადგურა
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილმა თავის კარიერაში მე-3 ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მისმა ტორონტო რეპტორსმა ვაშინგტონ ვიზარდსს 140:110 მოუგო.
ქართველმა პარკეტზე 20:53 წუთი გაატარა და მატჩის ყველაზე შედეგიან მოთამაშეებს - არ ჯეი ბერეტსა და ბრენდონ ინგრამს (24-24 ქულა) 1 ქულით ჩამორჩა. საერთო ჯამში, მამუს მონაგარმა 23 ქულა, 7 მოხსნა და 2 ასისტი შეადგინა.
ქულების მხრივ, სანდროს კარიერაში ამაზე უფრო შედეგიანი მატჩი 2-ჯერ ჰქონია: 2025-ის მარტში, როცა ნიუ იორკ ნიქსს 34 ქულა ჩაუგდო და NBA-ის რეკორდი დაამყარა და 2022 წელს, როცა კლივლენდთან 28 ქულა მოაგროვა. ასევე 23-ქულიანი მატჩი ჰქონდა 2023 წელს დალასთან.
ტორონტო შესანიშნავ სვლაზეა და, სეზონის საწყისი 5-დან 4 თამაშის წაგების შემდეგ, ბოლო 11-დან 10 შეხვედრა მოიგო. გუნდს 11 გამარჯვება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილამდე აინაცვლა - ლიდერ დეტროიტ პისტონსს 13 მოგება (15 მატჩში) აქვს.
მამუს გუნდი მომდევნო თამაშს, 24 ნოემბრის 03:00 საათზე, თავისივე კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ ბრუკლინ ნეთსთან (3 მოგება და 12 წაგება) საკუთარ დარბაზში გამართავს.