VIDEO: ისტორიული მატჩი! მამუკელაშვილმა NBA-ს ყველა დროის რეკორდი მოხსნა
20 მარ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში სან ანტონიო სპურსი ნიუ იორკ ნიქსს დაუპირისპირდა და 120-105 დაამარცხა.
ისტორიული მატჩი გამოუვიდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც NBA-ს ყველა დროის რეკორდი მოხსნა.
ქართველი გახდა NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც 20 წუთზე ნაკლებ დროში 34 ქულა მიითვალა. სანდროს სრული მონაგარი ასეთი იყო - 19 წუთი, 34 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა.
მამუკელაშვილმა თამაშში 14-დან 13 ბურთი ჩააგდო, მისი 7 სამქულიანიდან ყველა ზუსტი იყო. სანდრომ 21 ქულა მე-4 მეოთხედში ჩაიწერა აქტივში და სპურსს გამარჯვებაში დაეხმარა.
ისე კი მამუ NBA-ს ისტორიაში მე-4 მოთამაშე გახდა, რომელმაც 20 წუთზე ნაკლებ დროში 30 ქულაზე მეტი მიითვალა - ჯეილენ ბრაუნი (33), კევინ ლავი (32) და კევინ დურანტი (30). მათ შორის კი ქართველს საუკეთესო შედეგი აქვს.
სან ანტონიო 68 მატჩში 29 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.