ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

VIDEO: მე-5 ყველაზე შედეგიანი მატჩი კარიერაში - მამუ საკრამენტოსთან გამორჩეული იყო
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

VIDEO: მე-5 ყველაზე შედეგიანი მატჩი კარიერაში - მამუ საკრამენტოსთან გამორჩეული იყო

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს კარიერაში მისთვის მე-5 ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მისმა ტორონტო რეპტორსმა საკრამენტო კინგსს 13-ქულიანი სხვაობით მოუგო - 122:109.


მამუმ შეხვედრა ძირითად ხუთეულში, ცენტრის პოზიციაზე დაიწყო, 32:20 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მის აქტივში 22 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი გახლდათ. ქულების მხრივ, მატჩის საუკეთესოებს თითო-თითო ქულით ჩამორჩა - სკოტი ბერნსმა, ბრენდონ ინგრამმა და რასელ ვესტბრუკმა 23-23 ქულა მიითვალეს.


აღსანიშნავია, რომ ქართველის ეფექტიანობის ინდექსმა 15 შეადგინა, რაც მხოლოდ ოჩაი აგბაჯის (21) მაჩვენებელს ჩამორჩებოდა - იმანუელ ქვიქლის შედეგიც 15 გახლდათ.


წლევანდელ რეგულარულში, ქულების მხრივ, სანდროსთვის მე-3 ყველაზე შედეგიანი მატჩია - ბოსტონს 24 ქულა ჩაუგდო, ხოლო ვაშინგტონს - 23.


რაც შეეხება მთლიანად NBA-ში კარიერას, ამაზე უფრო მეტქულიანი თამაში 4-ჯერ ჰქონია - 2025-ის მარტში, როცა ნიუ იორკ ნიქსს 34 ქულა ჩაუგდო და NBA-ის რეკორდი დაამყარა, 2022 წელს, როცა კლივლენდთან 28 ქულა მოაგროვა, ხოლო 2023 წელს - დალასსა და 2025-ის დეკემბერში - ვაშინგტონს 23-23 ქულა ჩაუგდო.


საკრამენტოში გამარჯვების შედეგად, რეპტორსმა 27 მოგება მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიცია გაიმყარა.


24 იანვრის 07:00 საათზე, მამუს გუნდი კიდევ ერთ გასვლით მატჩს გამართავს - დასავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილოსან პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს შეხვდება.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

სანდრო მამუკელაშვილი
კალათბურთი ნბა
კალათბურთი
საქართველო
ტორონტო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დიდი ანგარიშით - ფუტსალის ნაკრებმა ევროს პირველ ტურში ლატვიასთან წააგო

•ქართული

ქართული

დიდი ანგარიშით - ფუტსალის ნაკრებმა ევროს პირველ ტურში ლატვიასთან წააგო
•ქართული

ქართული

პირველი გამარჯვება - წყალბურთის ნაკრები ევროს მე-9 ადგილისთვის ითამაშებს

•ქართული

ქართული

პირველი გამარჯვება - წყალბურთის ნაკრები ევროს მე-9 ადგილისთვის ითამაშებს
•ქართული

ქართული

VIDEO: ევრო უქულოდ დავასრულეთ - ხელბურთის ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა

•ქართული

ქართული

VIDEO: ევრო უქულოდ დავასრულეთ - ხელბურთის ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა
•ქართული

ქართული

VIDEO: აქტიური იყო - ჩაკვეტაძემ პორტსმუთთან პირველი ტაიმი ითამაშა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: აქტიური იყო - ჩაკვეტაძემ პორტსმუთთან პირველი ტაიმი ითამაშა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 სთ წინ

დიდი ანგარიშით - ფუტსალის ნაკრებმა ევროს პირველ ტურში ლატვიასთან წააგო

News image

13 სთ წინ

პირველი გამარჯვება - წყალბურთის ნაკრები ევროს მე-9 ადგილისთვის ითამაშებს

News image

12 სთ წინ

VIDEO: ევრო უქულოდ დავასრულეთ - ხელბურთის ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა

News image

2 სთ წინ

VIDEO: აქტიური იყო - ჩაკვეტაძემ პორტსმუთთან პირველი ტაიმი ითამაშა

კომენტარები