VIDEO: აქტიური იყო - ჩაკვეტაძემ პორტსმუთთან პირველი ტაიმი ითამაშა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორმა, ინგლისის ჩემპიონშიფის 28-ე ტურში, ერთ-ერთ აუტსაიდერ პორტსმუთთან ფრე 1:1 ითამაშა.
ქართველი ნახევარმცველი უოტფორდელთა ძირითადში იყო და რამდენიმე გამოსარჩევი მომენტი ჰქონდა - დრიბლინგის შემდეგ სახიფათოდ ურტყამდა და რიკოშეტით ბურთი კუთხურზე გადავარდა, ტაიმის ბოლოს კი კარგი პასი გააკეთა, თუმცა თანაგუნდელმა რეალური შანსი ვერ გამოიყენა. შესვენებისას შეცვალეს.
4-მატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ, უოტფორდმა ქულები ზედიზედ მე-2 ტურში დაკარგა და საპლეიოფო ზონიდან ამოვარდა - 42 ქულით მე-7 ადგილზეა, თუმცა პრესტონზე მატჩითა და ქულით ნაკლები აქვს.
ჩაკვეტაძის გუნდი მომდევნო ტურში, 25 იანვარს, შეხვდება ბლექბერნ როვერსს, რომელიც 28 ქულით, გასავარდნ 22-ე ადგილზეა.