VIDEO: მე-5 ყველაზე შედეგიანი მატჩი კარიერაში - მამუ საკრამენტოსთან გამორჩეული იყო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს კარიერაში მისთვის მე-5 ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მისმა ტორონტო რეპტორსმა საკრამენტო კინგსს 13-ქულიანი სხვაობით მოუგო - 122:109.
მამუმ შეხვედრა ძირითად ხუთეულში, ცენტრის პოზიციაზე დაიწყო, 32:20 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მის აქტივში 22 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი გახლდათ. ქულების მხრივ, მატჩის საუკეთესოებს თითო-თითო ქულით ჩამორჩა - სკოტი ბერნსმა, ბრენდონ ინგრამმა და რასელ ვესტბრუკმა 23-23 ქულა მიითვალეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველის ეფექტიანობის ინდექსმა 15 შეადგინა, რაც მხოლოდ ოჩაი აგბაჯის (21) მაჩვენებელს ჩამორჩებოდა - იმანუელ ქვიქლის შედეგიც 15 გახლდათ.
წლევანდელ რეგულარულში, ქულების მხრივ, სანდროსთვის მე-3 ყველაზე შედეგიანი მატჩია - ბოსტონს 24 ქულა ჩაუგდო, ხოლო ვაშინგტონს - 23.
რაც შეეხება მთლიანად NBA-ში კარიერას, ამაზე უფრო მეტქულიანი თამაში 4-ჯერ ჰქონია - 2025-ის მარტში, როცა ნიუ იორკ ნიქსს 34 ქულა ჩაუგდო და NBA-ის რეკორდი დაამყარა, 2022 წელს, როცა კლივლენდთან 28 ქულა მოაგროვა, ხოლო 2023 წელს - დალასსა და 2025-ის დეკემბერში - ვაშინგტონს 23-23 ქულა ჩაუგდო.
საკრამენტოში გამარჯვების შედეგად, რეპტორსმა 27 მოგება მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიცია გაიმყარა.
24 იანვრის 07:00 საათზე, მამუს გუნდი კიდევ ერთ გასვლით მატჩს გამართავს - დასავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილოსან პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს შეხვდება.