სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი ბოლო დროს ცუდ სვლაზეა და ამჯერად ბრუკლინ ნეტსთან 15-ქულიანი სხვაობით წააგო - 81:96.
ნეტს ამ მატჩამდე 7 გამარჯვება და 19 მარცხი ჰქონდა, კონფერენციის მე-5 ადგილოსან რეპტორსს კი აჯობა და რეგულარულში მე-8 თამაში მოიგო.
ბოსტონთან 24-ქულიანი შეხვედრის შემდეგ, მამუკელაშვილს ამჯერად ნაკლები დროც მიეცა და ნაკლები შედეგიც დააფიქსირა - 19:57 წუთში 4 ქულა და 5 მოსხნა.
ტორონტომ ბოლო 11-დან მე-8 თამაში წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილამდე დაეშვა.
24 დეკემბრის 04:30 საათზე, თავისზე 1 ადგილით ქვემოთ მყოფ მაიამი ჰიტს ესტუმრება.