VIDEO: მანჩესტერის კრიზისი გრძელდება - ჩელსიმ იუნაიტედი დაამარცხა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე მანჩესტერ იუნაიტედი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 34-ე წუთზე მატეუს კუნიას გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიში ჩელსიმ გახსნა. 50-ე წუთზე საჯარიმოში მორგან როჯერსი შეიჭრა და სენე ლამენსს ბურთი თავზე გადაუგდო.
63-ე წუთზე იუნაიტედის მდგომარეობა დამძიმდა. ლისანდრო მარტინესმა, რომელმაც ყვითელი ბარათი 4 წუთით ადრე მიიღო, საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევის გამო მეორე გაფრთხილება დაიმსახურა და მანჩესტერი 10 კაცით დარჩა.
იუნაიტედის კარში დანიშნული პენალტი კი ზუსტად კოულ პალმერმა შეასრულა და ანგარიში 2-0 გახადა.
71-ე წუთზე ჩელსის მხრიდან ესტევაომ კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო, თუმცა კუნიას გოლის მსგავსად, აქაც თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
ჩაბი ალონსოს გუნდმა ამ გამარჯვებით 16 ქულა დააგროვა და ლაივ ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.
მაიკლ კერიკის გუნდი კი მძიმე მდგომარეობაშია. იუნაიტედს 9 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს (4 ფრე, 4 მარცხი) და ამ მომენტისთვის გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.