გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი, ლა ლიგის 30-ე ტურში, კატალონიურ ჟირონასთან სტუმრად დამარცხდა - 0:1.
მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე გავიდა - 20 წლის ცენტრალურმა მცველმა, პაუ ნავარომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა - ბურთს 32-ჯერ შეეხო, 2-ჯერ კარისკენ დაარტყა, 5-დან 0 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, 1 საკვანძო პასი გააკეთა, 1-დან 1 წარმატებული ჩაწოდება შეასრულა, 13-დან 7 პასი მიაწოდა თანაგუნდელს, 7-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო.
ჟორჟის თამაში Flashscore-მა 6.1-ით შეაფასა, Sofascore-მა - 6.5-ით, ხოლო Whoscored-მა - ასევე 6.1-ით.
30 ტურის შემდეგ, ვილიარეალს კვლავ 58 ქულა აქვს და მე-3 ადგილი შეინარჩუნა, რადგან ატლეტიკო ბარსელონასთან დამარცხდა. 12 აპრილს, მიქაუტაძის გუნდი სტუმრად ბილბაოში, ატლეტიკთან ითამაშებს.