VIDEO: მესის მორიგი დუბლი და ბრწყინვალე საგოლე გადაცემა
20 ივლ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის მორიგ სათამაშო დღეს ინტერ მაიამი ნიუ იორკ რედ ბულსს ესტუმრა და 1-5 გაანადგურა.
შეხვედრაში სხვაობა მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა შემდეგ 5 უპასუხო გოლი გაუშვეს. 24-ე წუთზე ლეო მესიმ ჟორდი ალბას საოცარი საგოლე გადაცემა გაუკეთა და ანგარიში გათანაბრდა.
შემდეგ 27-ე და 45+3-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლი სეგოვიამ შეასრულა და ინტერს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა.
მე-60 და 75-ე წუთებზე კი უკვე თავი თავად მესიმ გამოიჩინა და მორიგი დუბლი შეასრულა.
არგენტინელს MLS-ის ბოლო 7 მატჩში 17 საგოლე მოქმედება დაუგროვდა და მე-6 დუბლი შეასრულა. ჯამში კი მის ანგარიშზე ამ სეზონში 18 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
ინტერ მაიამია 21 მატჩში დაგროვებული 41 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და ლიდერ ცინცინატის 7 ქულით ჩამორჩება, რომელსაც 3 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.