მადრიდის ატლეტიკოს ნახევარმცველი როდრიგო დე პაული კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
ინტერ მაიამი ტრანსფერის დახურვაში დარწმუნებულია, თავად არგენტინელმა კარიერის MLS-ში გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადა.
ახალ გუნდში დე პაული მესის თანაგუნდელი გახდება, რომელთანაც არგენტინის ნაკრებიდანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
ფლორიდული კლუბი იმედოვნებს, რომ დე პაულის ტრანსფერი ლეოს დარჩენისაკენ უბიძგებს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელს კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება.