შვედი თავდამსხმელი ვიქტორ გიოკერეში სპორტინგის წინასასეზონო მომზადებაზე არ გამოცხადდა.
ფეხბურთელს კლუბის დატოვება რაც შეიძლება მალე სურს, თუმცა სპორტინგი და არსენალი სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ თანხმდებიან.
„თუ მსურველებს ვიქტორის სამართლიანი ღირებულების გადახდა არ უნდათ, სიამოვნებით დავიტოვებთ ფეხბურთელს კონტრაქტის გათვალისწინებული ვადით - ანუ მომდევნო სამი წლით.
ეს სტრატეგია ფეხბურთელსაც ურთულებს კლუბიდან წასვლას. არავინ დგას კლუბის ინტერესებზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს.
„ჩვენ მშვიდად ვართ. ყველაფერი მოგვარდება ბაზრის დახურვისთანავე, სოლიდური ჯარიმით და კოლექტივის წინაშე ბოდიშით“. - აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა ფედერიკო ვარანდაშმა.