ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არჩი ბრაუნი კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს.
ინგლისელი მცველი აგენტებთან ერთად უკვე სტამბოლშია და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, მისი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურება.
ბელგიური გენტი და ფენერბაჰჩე ტრანსფერის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.
"მილანთან გარიგება დასრულებული იყო და წასასვლელადაც მზად ვიყავი. თუმცა შემდეგ ფენერბაჰჩეს პრეზიდენტისგან ზარი მივიღე. ამან ყველაფერი შეცვალა.
ხედვამ, რომელიც მან მაჩვენა, ჩემი გადაწყვეტილება აშკარა გახადა. ვიცოდი, რომ ფენერში უნდა წამოვსულიყავი." - განაცხადა ბრაუნმა.
23 წლის ინგლისელი ბელგიურ გენტში 2023 წლიდან თამაშობდა.