ფიორენტინამ გუნდის მთავარ მწვრთნელად სტეფანო პიოლის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
59 წლის იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
პიოლის უკანასკნელი გუნდი ალ ნასრი იყო, რომელსაც ის სათავეში 2024 წლის სექტემბრიდან ედგა.
იქამდე იტალიელი მილანში მუშაობდა 5 წლის განმავლობაში, რომელსაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად სკუდეტო მოაგებინა.
ფიორენტინაში პიოლის 2017-2019 წლებში აქვს ნამუშევარი.