იტალიური Tutto Mercato Web-ის ცნობით, ბეტისის ხელმძღვანელობას იტალიაში რამდენიმე სამიზნე ჰყავს და მათ შორის საბა გოგლიჩიძეც არის.
წყაროს მიხედვით, სევილიელები ემპოლისთან ქართველი მცველის შესახებ მოლაპარაკებებს მართავენ.
2004 წელს დაბადებულ გოგლიჩიძეს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
საბამ სერია ა-ს გასულ სეზონში ემპოლის შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
რომას დაცვას გაძლიერება სჭირდება - სიაში გოგლიჩიძეც არის